LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ტრაგიკული საშობაო ისტორია – ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

p06sp382-e1543156646933

“ცხოვრება საჩუქარია” – ამ საშობაო ვიდეოში, ჩანს მამაკაცი, რომელიც შობამდე დღეებს ითვლის. დღეების დათვლის ტრადიცია, კი მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიიდან მოდის.

ფილმი რომელიც ტუქსბერელმა ფილ ბესტალმა 2014 წელს გადაიღო და რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, უკვე ნახა 6.5 მილიონმა ადამიანმა.

“ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი” – აცხადებს ფილმის ავტორი.

32 წლის რეჟისორი ამბობს, რომ ძალიან უნდოდა საშობაო თემაზე, რაიმე შეექმნა.

“მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც გავლენას მოახდენდა და რეზონანსული იქნებოდა. ვიდეო, რომელიც არ იქნებოდა ნამდვილი ამბით შთაგონებული და რომელიც ხალხს შეახსენებდა, რომ იღბლიანები არიან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხლები დარჩნენ,” – განაცხადა რეჟისორმა და აღნიშნა, რომ ფილმის ვირუსულად გავრცელება, მისი ოცნების ახდენას ნიშნავს.

ოცნებების ახდენა კი მხოლოდ, მიზნის მიღწევაში არ გამოიხატება. ვიდეოს შემდეგ, მან უამრავი შემოთავაზება მიიღო, სხვადასხვა ცნობილი კომპანიისგან.

ფილ ბესტალი აღიარებს რომ მისი შთაგონება ჯონ ლევისის 2007 წელს გადაღებული რეკლამა იყო.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები