LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა დაკარგულ ტელეფონში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა

233
-114380589-monkeyphoto

მალაიზიელმა კაცმა თავის მობილურში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა. საქმე ისაა, რომ ზაქრი როძიმ ტელეფონი რამდენიმე დღის წინ დაკარგა და მოგვიანებით სახლის უკან, ტყეში იპოვა.

გაჯეტში მალაიზიელს ძალიან საინტერესო კონტენტი დახვდა – როგორც ჩანს, ცხოველი ტელეფონის შეჭმას ლამობდა რა დროსაც ფოტოები და ვიდეო გადაიღო.

ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტმა მობილური მაშინ დაკარგა როცა ეძინა და დარწმუნებული იყო, რომ ის ვიღაცამ მოიპარა. მაიმუნის „სელფების“ აღმოჩენის შემდეგ კი ეს საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

„სახლში ქურდობის არანაირი ნიშანი არ იყო. ერთადერთი რაც დაიკარგა ჩემი მობილური იყო და წარმოდგენა არ მაქვს, თუ როგორ აღმოჩნდა ის ტყეში“ – უთხრა ზაქრიმ BBC–ს.

ტელეფონის ნახვის შემდეგ ახალგაზრდას ბიძა გაეხუმრა, რომ იქნებ სმარტფოში ქურდის ფოტო ყოფილიყო შემონახული. სტუდენტმა გალერეა გახსნა და შიგნით ათობით უცნაურ კადრს გადააწყდა.

საინტერესოა, რომ მალაიზიაში პრიმატები საცხოვრებელი ზონის სიახლოვეს ცხოვრობენ, თუმცა სახლში შეჭრის და ქურდობის ფაქტები ძალიან იშვიათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები