LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა მოკლა მეზობელი, რომელიც გამუდმებით ეკითხებოდა „როდის მოგყავს ცოლი“

9734
Screenshot-20191105-221115

არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა სინამდვილეში არავის სიამოვნებს. როცა არასასიამოვნო კითხვებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მაშინვე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები გვახსენდება.

ცოლი როდის მოგყავს?!  გათხოვებას არ აპირებ?! – ოჯახის წევრების, მეგობრების ან უბრალოდ ნაცნობებისგან დასმული ეს კითხვები ზოგიერთ ადამიანში იმდენად იწვევს გაღიზიანებას, რომ კითხვის ავტორის მოკვლის სურვილი ჩნდება.

სამწუხაროდ, ინდონეზიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მოტივიც სწორედ ამ კითხვას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ 28 წლის ფაიზ ნურდინმა მისი მეზობელი სასიკვდილოდ იმის გამო გაწირა, რომ ფეხმძიმე ქალი, სახელად აისია გამუდმებით ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით.

„მალე დაქორწინდით, რას ელოდებით, ყველამ მოიყვანა ცოლი“ – ამ შინაარსის რეპლიკა მეზობელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

როგორც ფაიზ ნურდინი ჩვენებაში აღნიშნავს, აისიას სიტყვების გამო, მან თავი შეურაცხოფილად იგრძნო. 28 წლის მამაკაცმა ორსული ქალი შიშველი ხელებით მოკლა. ამასთან, სახლიდან 59 დოლარი და გარდაცვლილის ტელეფონი მოიპარა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი თავს დამნაშავედ გრძნობს. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები