LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელმაც ქალი გააუპატიურა, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

113
sexual-abuse.1.407622

უზენაესმა სასამართლომ პირი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედებოდა, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს თბილისში, სოფელ აქთალადან ნავთლუღის დასახლებისაკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. “ველის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.გ.-მ ძალის გამოყენებით ა.ი. გააუპატიურა.

“2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვინაიდან არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ს.გ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით.

ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2019 წლის 27 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის ზეპირი განხილვა ჩაინიშნა”, – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით,  უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის და სხვა მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები. ყველა ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ პირი დამნაშავედ  სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები