LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამ დაინახა, როგორ უახლოვდებოდა ზვიგენი ბავშვებს – ის ზღვის ფოტოებს იღებდა

1689
zvigeni mtavari

მამამ, რომელიც ზღვაზე დრონით ფოტოებს იღებდა, 5 ბავშვი ტრაგედიას გადაარჩინა. მან გადაღებისას შენიშნა, რომ ბავშვებთან ახლოს ზვიგენი მიცურავდა. შემთხვევა ფლორიდის სანაპიროზე მოხდა. დენიელ უოტსონი და მისი ოჯახი იქ მეგობრებთან ერთად ისვენებდნენ. პლაჟზე მისვლიდან 4 საათის შემდეგ, დენიელმა, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფია, ზღვის ხედის ფოტოების გადაღება სიმაღლიდან გადაწყვიტა.

„დრონის გაშვებიდან დაახლოებით 30 წამში რაღაც ჩრდილი შევნიშნე, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების შვილებისკენ მოძრაობდა, ბავშვები 5-დან 9 წლამდე ასაკის არიან. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ზვიგენი იყო. მაშინვე ჩემს ცოლს დავუძახე და შემდეგ ბავშვებს ვუყვიროდით, გამოსულიყვნენ წყლიდან“, – ამბობს დენიელი cbsnews – თან საუბარში. უოტსონი ყვება, რომ პატარები ინტერესით უყურებდნენ ფოტოებს, 9 წლის გოგონა კი შეშინებული იყო.

მან თქვა, რომ შვებულების განმავლობაში ისინი წყალში შესვლას აღარ აპირებენ და სანაპიროზე იქნებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები