LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამამ შვილი მოაწყო” – ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში აქცია-პერფომანსი მოაწყვეს

316
78838734-10159117037583082-5101968999260880896-n

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის სამუშაო ოთახის კართან აქცია პერფომანსი მოაწყვეს. მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის კარზე ფურცლები გააკრეს წარწერით “მამამ შვილი მოაწყო”.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სკოლაში ჩაირიცხა ლევან გზირიშვილის შვილი, რაც იუსტიციის საბჭოში ნეპოტიზმს ადასტურებს.

„იუსტიციის საბჭოს წევრმა, ლევან გზირიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს კლანს, იუსტიციის სკოლაში საკუთარი შვილი ალექასანდრე გზირიშვული მოაწყო. ნეპოტიზმი, ჩაწყობა, ჩვენ ფაქტიბრივად დაბრუნებული ვართ საბჭოთა ეპოქაში, სადაც ეს იყო მოქმედების ჩვეულებრივი საშუალება და ფორმა. არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ” – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, ლევან გზირიშვილმა შვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში “კორუფციული მეთოდებით” მოაწყო, რითაც მის მოსამართლეობას ჩაუყარა საფუძველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები