LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაშენს ჰკითხე, 3 სართულიანი სახლი საიდან ააშენა”- ირაკლი ზარქუა ნათელაშვილის შვილს (ვიდეო)

1745
BeFunky-collage (24)

სასტუმრო “რედისონთან” დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ. “გაბედეს” წევრებმა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წლის შეჯამება გააპროტესტეს და ადგილზე ტრანსფარანტებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ეცდებიან უცხოელ სტუმრებს გააგებინონ აღნიშნული კომიტეტის “უმოქმედო” მუშაობის შესახებ. ერთ-ერთი აქტივისტი ბექა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს ერთი ადამიანის უფლებებიც კი არა აქვს დაცული.

“ამ ქალბატონს ერთი ადამიანის უფლებებიც არ დაუცვია” – საპროტესტო აქცია “რედისონთან” (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტები შეხვედრიდან გამოსულ სტუმრებს შეძახილებით ხვდებოდნენ. მათ შორის, ხმამაღალი შეძახილებით და სხვადასხვა კითხვით დახვდნენ  საკრებულოს  უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ზარქუას.

აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტის აღნიშნულმა ფორმამ გააღიზიანა დეპუტატი, რომელმაც ჯერ აქტივისტს ვინაობა ჰკითხა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო რომ შალვა ნათელაშვილის შვილს ესაუბრებოდა, მოუწოდა მამამისს “გაუბედო და ჰკითხოს” ის რასაც მას ეკითხებოდნენ.

“90-იანი წლებიდან, მამაშენი ბიზნესში არასოდეს არ ყოფილა და ჰკითხე 3 სართულიანი სასახლე საიდან ააშენა.” – ირაკლი ზარქუა.

პოპულალურები