პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ სასტუმრო მამიდას მფლობელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. მასთან ერთად ბრალი კიდევ ორ დაკავებულს წაუყენეს.ხუცურაულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ.უფლებადამცველები დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

„ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს. ასევე ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო. საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდების მხარეს საფუძველს მისცემს, რომ პატიმრობა მოითხოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის“, – განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.

მსგავსი თემები