LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის მკვლელობისთვის შვილი დააპატიმრეს

147
წყნეთში დააკავეს

წყნეთში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განმარტებით, დაბა წყნეთში, საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ 37 წლის სოსო ცერექაშვილმა მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან სამზარეულოს დანა აიღო და 65 წლის მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მისი თქმით, ცერექაშვილს არასტაბილური და არაკონტროლირებადი ხასიათი აქვს,  ბრალდებული ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ბრალდებულის ადვოკატი ლედი კორძაძე კი აცხადებს, რომ ცერექაშვილი პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ადვოკატის განმარტებითვე, ცერექაშვილი დასაქმებულია და 8 წელია, რაც დაცვის თანამშრომელია.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები