LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა არეშიძე – რუსები ხაზს უსვამენ თავიანთ დაუსჯელობას

152
hhh

რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მიმართულია ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, რაც რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს დაჩაგვრა,- ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, საოკუპაციო ხაზთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შექმნილი ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც არეშიძე აცხადებს, რუსეთი საკუთარი ქმედებებით ხაზს უსვამს, რომ მას ვერავინ დასჯის, მათ შორის, ვერც საერთაშორისო საზოგადოება.

„მდგომარეობა ძალიან რთულია და ის ხშირად რთულდება 2008 წლის შემდეგ. ბორდერიზაციის პროცესი 2010 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. რაც შეეხება გუგუტიანთკარის ეპიზოდს, ეს ადგილი 2008 წელსაც უნიკალური მოვლენა იყო, რადგან პატარა სივრცეა და პირობითი საზღვარი გადიოდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებზე, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი შუაზე იყო გაყოფილი. გუგუტიანთკარი, განსაკუთრებით სენსიტიური ადგილია და როგორც ჩანს, ამიტომ დაიწყეს იქ მავთულხლართების გაბმა რომ ამას რეზონანსი ჰქონოდა. ხელოვნურად არის შექმნილი რეზონანსული თემა. როდესაც ამას აკეთებენ ხაზს უსვამენ თავის დაუსჯელობას, გზავნილი არის არამხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ეს პროცესი შეაჩეროს, ასევე გზავნილია ევროსტრუქტურების, ჩვენი პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ გეოპოლიტიკურ მოვლენებსაც უკავშირდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები