LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე – ვგეგმავთ იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, სადაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს

105

ჩვენ ვგეგმავთ იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, სადაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის, მსუბუქ ავტომობილებს, დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

ამასთან, პრემიერის თქმით, ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში.

„გაიზრდება მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი, რათა ჩვენ მოვახდინოთ მეტი სტიმულირება, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდულ მანქანა და ელექტოავტომობილები შემოვიდეს. საერთაშორისო ანალოგიით, მაღალ კუბატურიანი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში არის ძალიან მაღალი. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ სამნახევარ ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები დაახლოებით 10% შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავება გადასახადებს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთი მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში ევრო ერთი, ევრო ორი და ევრო სამის ტიპის მანქანების იმპორტი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ამ პოლიტიკის შემოღებით მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძლიან ცუდ ტრენდს. ამ ცვლილებების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ ავტომობილებზე მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად, 90%-ს იმ ავტომობილებისა, რომლის იმპორტი ხორციელდება საქართველოში, არ აქვთ გამართული ე.წ კატალიზატირის სისტემა, რომელიც ძლიან საშიშია. ეს უკავშირდება მანქანის როგორც ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას და ეს გახდება ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვანაირად, იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები