LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ჩარკვიანი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება – „ძალიან ღელავს…“

280
mamuka-charkvianinews19

29 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოა დაგეგმილი. მასში 22 შემსრულებელი მონაწილეობს, საღამოს წამყვანი პოეტი ნანა ცინცაძე გახლავთ, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ საპროდიუსერი კომპანია  „სტარ ტრიუმფი“. საღამო ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გვესაუბრება სალომე თაქთაქიშვილი, „სტარ ტრიუმფის“ დამფუძნებელი და პროდიუსერი;

„იდეა დაიბადა ასე – ძალიან მიყვარს მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება, მისი ოჯახი, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. დღეს მას თანადგომა სჭირდება. შევთავაზე შემოქმედებითი საღამოს ორგანიზება და დიდი სიამოვნებით დამთანხმდა.

რეპერტუარში არის ბევრი ძველი და ახალი სიმღერა. მსმენელს ბევრი სიურპრიზი ელოდება, მონაწილეობს 22 შემსრულებელი, მათ შორის არიან მაია ჯაბუა, დავით გომართელი, მურმან ჯინორია, ლენკა ზვიადაძე, ლაშა ღლონტი, „ალილო“, გიორგი ჩიქოვანი და ა.შ. ასევე თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი.

ღელავს ბატონი მამუკა კონცერტის წინ?

მამუკა თავადაც იმღერებს. განწყობა აქვს ფანტასტიკური, ოღონდ, რა თქმა უნდა, ნერვიულობს. კონცერტის წინ ყოველთვის ღელავს, რუსთაველის თეატრში კონცერტი კი დიდი პასუხისმგებლობაა.

ბილეთები სად იყიდება?

Tkt.ge-ს საშუალებით, თუმცა რაოდენობა უკვე შეზღუდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები