LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე 9 საჭირო ნაბიჯს ასახელებს: თუ გვინდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუ გვინდა ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობები

97
70992144_131107534924054_487547529047572480_o

თუ გვინდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუ გვინდა ხელიდან არ გავუშვათ არსებული შესაძლებლობები, თუ გვინდა ქვეყანას მივანიჭოთ ფუნქცია, ამისათვის საჭიროა პირველი 9 ნაბიჯი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს და სწორედ ამ 9 ნაბიჯზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს.

„1. თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიები გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, გადაეცეს მსოფლიო წამყვან ლოგისტიკურ კომპანიებს უსასყიდლოდ, საინვესტიციო ვალდებულებით და არსებული კომპანიები განთავისუფლდნენ 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან, ხოლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაფინანსება;

2. სასწრაფოდ შემუშავდეს და მიღებულ იქნეს კანონი სპეციალური IT პარკების შესახებ რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბების მიზნით;

3. სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი რეგულატორი კაპიტალის ბაზრისთვის და ჩამოშორდეს ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს;

4. მიღებულ იქნეს კანონი კომერციული პალატების შესახებ, გამოეყოს საერთო სასამართლო სისტემას სასამართლო ბიზნესდავების გადასაწყვეტად.

5. მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდეს საფონდო ბირჟის ასამოქმედებლად და მომზადდეს სახელმწიფო კომპანიების აქციები ამ ბირჟაზე გასატანად;

6. საპენსიო ფონდის ნაწილი გამოყენებულ იქნეს საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო ინსტრუმენტად;

7. ყველა ჰიდროელექტრო სადგური აშენდეს საერთაშორისო გზშ – ს მიხედვით და ადგილობრივი მოსახლეობის თანამესაკუთრეობის პრინციპით;

8. სახელმწიფო მორიგდეს ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორებთან საერთაშორისო დავის შეწყვეტაზე და ხელი შეუწყოს პროექტის სასწრაფოდ განხორციელებას. დაამტკიცოს იაპონური მთავრობის მიერ დაფინანსებული ანაკლიის ქალაქის გენგეგმა და ხელი შეუწყოს ამ პროექტის სწრაფ და ეფექტურ დასრულებას;

9.სასწრაფოდ მოხდეს აშშ -სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება“, – ამბობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები