LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ!

125
mamuka

მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა.

„არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინება, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ.მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“,-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები