LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე – საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

290
khazaradze_w_h

საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ;

მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა;

საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ დაპირისპირებაშია ჩართული;

ერთიანობაში ეს ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს;

ეს იმ სცენარს გავს – საქართველო ქართველების გარეშე – რომ უნდა მტერს.

გამოვფხიზლდეთ!

ხვალ შეიძლება გვიან იყოს!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები