LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა: ,,პოლიტიკოსების კინკლაობას გადავყევით…”

112
mamulicha2012

კახა მამულაშვილი ინგა გრიგოლიას ,,რეაქციას” სტუმრობდა. მან ისაუბრა იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააწესა და ასევე სფეროს შესახებაც, სადაც თავად მუშაობს.

კახამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების კინკლაობას გადაჰყვა მთელი ქვეყანა.

,,შოუბიზნესი არ ვართ ბიუჯეტური ორგანიზაცია, მაგრამ ვინც იურიდიული პირია, ყველა ვიხდით გადასახადს. საჯარო მოხელეები გვიკრძალავენ ბიზნესებს, რომლებიც ბიუჯეტში ფულს იხდიდნენ. თუ ასეა საუბარი და ჩვენზე ზრუნავენ, თვითონ ჩადგნენ ჩვენს პოზიციაში, თვეში 200-200 ლარი აიღონ.

არავინ არავის ფულს არ ვუთვლით, მაგრამ რეალობა ესაა. ის ადამიანები, ვინც კანონებს იღებენ, უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას და ცხოვრობდნენ ისე, როგორც დანარჩენები…

ხელისუფლება როცა არის ქვეყანაში, ადამიანებზე უნდა ფიქრობდეს. მე ხომ არ ვიფიქრებ მათ ნაცვლად. მთავრობის პრობლემა იცით, რა არის? თვითონ გადაწყვიტეს, რომ მოერეოდნენ ყველაფერს. რა მოხდებოდა, რომ ერთიანად დამსხდარიყვნენ და მოელაპარაკათ. რა უნდა მოხდეს უფრო ცუდი ისეთი, რომ ყველას დაუძახონ და აზრი მოისმინონ.

რისი საშუალებაც მოგვცეს, ბათუმში ვიმუშავეთ ივლისიდან. 15 ივლისიდან 31 აგვისტომდე რეალურად კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო. იმ კონცერტებზე 15 ივლისიდან მოყოლებული დადიოდნენ. მერე უცებ ატყდა ეს ყველაფერი სექტემბერში.

შეცდომა იცით, რა არის კიდევ? ხომ გაქვს მონაცემები და მაშინაც ხომ იცოდნენ, რომ გაიზრდებოდა ინფიცირებულების რაოდენობა? ლოკდაუნი გაეკეთებინათ სექტემბერ-ოქტომბერში, რომ ახალ წელს ადამიანებს რაღაცის შოვნის საშუალება ჰქონოდათ. გადაედოთ ეს არჩევნები. დამსხდარიყვნენ და ერთად მოელაპარაკათ მაგათ კინკლაობას გადავყვევით!..”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები