LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა სასწაულის შესახებ: „დათო გომართელი მეუღლესთან ერთად და გუკა რჩეულიშვილი ნუცა კუხიანიძესთან ერთად იყვნენ იქ, არც ერთს არ ჰყავდა შვილი, ავძვერი და მოვწყვიტე ლიმონი, ორივე წყვილს შვილი ეყოლა…“

215
მამულიჩა მთავარზე

მამულიჩა ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმ სასწაულის შესახებ, რომლის მონაწილე და მომსწრეც თავად გახდა:

„იერუსალიმში არის ცნობილი ჯვრის ეკლესია, სადაც ლიმონის ხე დგას და ამბობენ, რომ მისი ნაყოფი უნაყოფო ადამიანებს შველის. ნინო ჩხეიძემ დაწერა ამის შესახებ და მას გამოვეხმაურე, რომ მეც ვიყავი ადრე იქ ასული, ჩემთან ერთად იყვნენ დათო გომართელი მეუღლესთან მარიშასთან ერთად და გუკა რჩეულიშვილი, ნუცა კუხიანიძესთან ერთად. არც ერთს არ ჰყავდა შვილი. ავძვერი ხეზე, მოვწყვიტე ორი ლიმონი, ჩამოვიტანე და ერთი ერთს მივეცი, მეორე – მეორეს. იმ წელსვე ერთსაც ბავშვი ეყოლა და მეორესაც. ეს მოვყევი და მივაწერე, გინდა, დაიჯერეთ ამ სასწაულის და გინდა, არა-მეთქი…“

კახა მამულაშვილი: „20 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემი მეუღლე იყო 16-ის… მარიკო რომ ამ ასაკში გათხოვილიყო, ვერაფერს ვიზამდი, მაგრამ…“

მამულიჩა: „ჩემი აზრით, სახალისო ვიდეო გამოვაქვეყნე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები