LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან თქვა, რომ ვინც ხალხს აწამებდა და აუპატიურებდა. ისინი გმირები არიან” – მამა ილია მეუფე პეტრეზე

322
ილია პეტრე

მამა ილია, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია, მეუფე პეტრეზე ინფორმაციას ავრცელებს.

მან თქვა, რომ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, ის მეუფის შეფასებებით დაინტერესდა.

„როცა ციხის კადრები გავრცელდა მივედი მეუფესთან და დავინტერესდი რას მეტყვის. და მან თქვა, რომ ვინც ამას აკეთებდა, ვინც ხალხს აწამებდა და აუპატიურებდა ისინი გმირები არიან. ამას ამბობდა, თითქოს სჯეროდა კიდეც ამის.

ეს არის ადამიანი, რომელიც სიტუაციას ერგება. 

"მეუფე პეტრემ ეს განცხადებები ეშმაკის დავალებით გააკეთა...რომ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს" - მამა შალვა კეკელია

მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი.

არ ვიცი მაშინდელ მოქმედ პარტიასთან რა ვალდებულებები გააჩნდა, უბრალოდ შევატყვე, რომ არ შეეძლო სხვანაირად ეპასუხა. მან თქვა, რომ ის, ვინც ეს კადრები გაავრცელა მოღალატეები არიან სამშობლოსი და ჩვენ ვცდებით“, – განაცხადა მამა ილიამ “იმედის” ეთერში.

სასულიერო პირი ამბობს, რომ 2012 წლამდე პეტრე ცაავა  „შესაშური სულიერების მქონე, თავდადებული ადამიანი იყო.

მიტროპოლიტი პეტრე – ამ ადამიანს არ ვიცნობ ფაქტიურად, დღეს ვისაც ვხედავ და ვისაც ვხედავ 2012 წლის შემდეგ და ვისთან ერთადაც ვიღწოდი 2012 წლამდე იყო შესაშური სულიერების მქონე, თავდადებული ადამიანი“, -ამბობს მამა ილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები