LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მანამდე ვიოცნებებ, სანამ ტყვია არ შეაჩერებს ჩემს ოცნებებს!” – ერნესტო ჩე გევარას ცნობილი გამონათქვამები

7482
ჩე გევარა

,,მანამდე ვიოცნებებ, სანამ ტყვია არ შეაჩერებს ჩემს ოცნებებს!” – ხშირად იმეორებდა ერნესტო ჩე გევარა – ყველაზე ქარიზმატული რევოლუციონერი, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის მარადიულ სიმბოლოდ იქცა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ერნესტო ჩე გევარას ცნობილ გამონათქვამებს:

  • ყველაზე ფასეული ის კი არაა, რისთვისაც ცხოვრობ, არამედ ის, რისთვისაც ცხოვრების გაწირვა შეგიძლია.
  • დუმილი – კამათის გაგრძელებაა, ოღონდ განსხვავებული მეთოდით.
  • უნდა შეგეძლოს იყო უხეში, ისე რომ საკუთარ თავში სინაზე შეინარჩუნო.
  • გზას თუ მონახავ დაბრკოლების გარეშე, იცოდე, რომ ის გზა ვერსად ვერ მიგიყვანს.
  • ბევრის მისაღწევად ყველაფრის დაკარგვაა საჭირო.
  • მე თუ დავმარცხდი, არ ნიშნავს, რომ სხვა ვერ გაიმარჯვებს. ბევრმა განიცადა მარცხი ევერესტის დალაშქვრისას, თუმცა საბოლოოდ მაინც ევერესტი იქნა დაძლეული.
  • ნუ გექნება იმედი, რომ სხვა გაგათავისუფლებს, რადგან ადამიანს მხოლოდ თვითონ შეუძლია საკუთარი თავის განთავისუფლება.
  • ერთი ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველაზე მდიდარი ადამიანის მთელი ქონება.
  • თუ ეჭვი გაქვს, ჯერ დარწმუნდი და მხოლოდ მერე იმოქმედე. გახურებული თავი ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.
  • საწყენია, როცა მეგობრები არ გყავს, მაგრამ ბევრად საწყენია, როცა მტრები არ გყავს.
  • სასტიკი ლიდერის ჩანაცვლება, მხოლოდ ახლით, ბევრად უფრო სასტიკი ლიდერით შეიძლება.
  • იყავი რეალისტი, ნურასდროს იოცნებებ შეუძლებელზე!