LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძის ვარსკვლავი 27 აპრილს გაიხსნება

190

საქართველოს კულტურის პალატა, თბილისის მერიის დახმარებით, მანანა თოდაძის საიუბილე საღამოს მართავს. ასევე გაიხსნება მომღერლის სახელობის ვარსკვლავიც. ღონისძიება დაგეგმილია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 27 აპრილს, საღამოს რვა საათზე.

მანანა თოდაძემ თავად გამოაქვეყნა კონცერტის პოსტერი და აღნიშნა:

„ჩემო ძვირფასო ფეისბუკელებო, ჩემი სოლოკონცერტი გაიმართება 27 აპრილს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში…

მიხარია და ვღელავ…

გელოდებით მთელი გულით და გპირდებით დაუვიწყარ საღამოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები