მანჩინიმ ჟურნალისტ ქალს აგინა და მერე ბოდიში ყვავილებით მოუხადა

145

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უცენზურო გამონათქვამების გამო ბოდიში მოუხადა ჟურნალისტ ქალს და მას ყვავილების თაიგულიც გაუგზავნა. ამ ყველაფერს კი წინ იტალიის ჟურნალისტთა კავშირის საჩივარი უძღვოდა. ინციდენტი “ინტერსა” და “მილანს” შორის მილანური დერბის შემდეგ მოხდა. პირდაპირ ეთერში Mediaset-ის ჟურნალისტის, მიქაელა კალკანოს კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მანჩინიმ რამდენჯერმე შეიგინა, გოგონა კი ბრიყვული კითხვების დასმაში დაადანაშაულა. საბოლოოდ რობერტომ ქალს ბოდიშიც მოუხადა და ყვავილების თაიგულიც გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს გამართულ მატჩში “ინტერმა” “მილანთან” ანგარიშით 0:3 წააგო. ის დღე აშკარად არ იყო მანჩინის – არბიტრთან კამათისთვის იგი სათადარიგოთა სკამიდანაც მიაბრძანეს.

 

 

C_4_articolo_2072615__ImageGallery__imageGalleryItem_0_image

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები