LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი ფეთიანი დედაა – „სიყვარულშიც მე დამემსგავსა!..“

1692

მანიკა ასათიანს ვაჟი, გიორგი ჰყავს, რომელიც 4 წლისაა, დედას ძალიან არის მიჯაჭვული და მას ყოველდღე ახსენებს, როგორ ძალიან უყვარს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ სამი შვილის ყოლა სურს და ამ ოცნებას აუცილებლად აიხდენს, თუმცა ჯერ კიდევ ერთი შვილის გაჩენისგან თავს იკავებს. რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

მანიკა:

ჩემი ყოველდღიურობა გიოს გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი დღე იწყება დილის ათ საათზე, თუკი დილის გადაცემა არ მაქვს, ანუ დღეგამოშვებით, მიმყავს ბაღში, ვჭორაობთ, აუცილებლად მე გამომყავს ბაღიდან, თუ რაიმე განსაკუთრებული საქმე არ მაქვს. შაბათ-კვირაც, რასაკვირველია, მას ეკუთვნის. ბაღიდან გამოყვანის შემდეგ, თუკი შანსი მაქვს, რომ სადაც მივდივარ, წავიყვანო, აუცილებლად მასთან ერთად დავდივარ. გიოსთან ურთიერთობის დეფიციტი ნამდვილად არ მაქვს და არც მას აქვს დედის დანაკლისი. ისე ავაწყვე ჩემი სამუშაო გრაფიკი, რომ ექვს საათამდე, სანამ გიო ბაღშია, მოვილიო ყველაფერი, რომ მასთან ერთად ვიყო.

თავიდანვე შენ იღებდი მის აღზრდაში მონაწილეობას?
teqstshiმეორე შვილის ყოლის დროა უკვე, ასე მგონია, მაგრამ ვიკავებ თავს იმიტომ, რომ მინდა, თავად მივიღო მის აღზრდაში მონაწილეობა ისე, როგორც გიოს შემთხვევაში ხდება. შვილი ჩემთვის მინდა. ასე ყველა დაორსულდება და გააჩენს ბავშვს. მსურს, ამაგი მქონდეს ჩემს შვილზე. მე უნდა ვიყო ლიდერი ამ საქმეში, თუმცა რასაკვირველია, თუკი გაქვს შესაძლებლობა, ვინმეს დაუტოვო, უარს არ იტყვი. გიო მე აღვზარდე და სხვები მეხმარებოდნენ, დღემდე მეხმარებიან, მაგრამ ყველაზე დიდი ამაგი მე მაქვს და ეს ასეც უნდა იყოს.

შენი მეუღლე რამდენადაა ჩართული გიოს მოვლაში?

შეძლებისდაგვარად ჩართულია. მინახავს მამები, რომლებიც მთლიანად არიან ჩართულები აღზრდაში და შეუძლიათ ბავშვის დაბანა, მისი გამოკვება. ვერ მოვიტყუები, რომ ბექა ამას ახერხებს, მაგრამ რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. ცოტა ფრთხილია, უჭმევია კიდეც გიოსთვის, მაგრამ რამე რომ გადასცდეს, სახლიდან გარბის (იცინის). ბექას ასეთი რეჟიმი აქვს – ვარჯიში, სახლი, ასე რომ, ახერხებს, ბავშვისთვის დრო გამონახოს. ჩვენი გრაფიკები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ყოველდღიურად ბავშვის ერთად გასეირნებას ვერ ვახერხებთ, კვირაში ერთხელ – კი.

ბაღი როგორ შეარჩიე გიოსთვის?

ბაღი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფეხურია. ამ დროს ითვისებენ პოზიტივსაც და გენატივსაც ადვილად. ბევრი ბაღი არ მინახავს, მაგრამ უამრავ ადამიანს ვკითხე. დამაკმაყოფილა ყველაფერმა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობას, თუკი პერსონალმა არ იცის ბავშვთან მიდგომა, გარემონტებული შენობა არ მაინტერესებს. გიოს ბაღში მომუშავე ადამიანებისგან ვიგრძენი, რომ მთელი გულით და სიყვარულით აკეთებენ საქმეს. ბავშვი ამ აურას ადვილად გრძნობს და გიოსაც ძალიან უყვარს ბაღში სიარული.

როგორი გინდა, რომ იყოს შენი შვილი?
tetqshiმე რა მინდა, ერთია, მაგრამ გიოს თვისებები დიდი ხანია გამოკვეთილია. ძალიან ჯიუტია, ხასიათით ლიდერია, უნდა, ყველაფერი თავის ჭკუაზე მოირგოს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლოა, ეს მიზანდასახულობაში გადაეზარდოს. გიო ძალიან გულიანი და თბილია, ბევრ ბიჭს არ შეუძლია ისეთი სითბოს გამომჟღავნება, რასაც გიო ჩემ მიმართ იჩენს. ჩემი შვილი, როგორიც არის, მაკმაყოფილებს. სპორტულ კარიერაში, რომელსაც ვუმიზნებთ, სიჯიუტე შესაძლოა, გამოადგეს კიდეც. რა თქმა უნდა, კალათბურთზე ვფიქრობთ. მგონია, რომ ბიჭი უნდა იყოს დაკავებული სპორტით, რაც სხვა რამეებზე ფიქრს დაავიწყებს. გიოს პატარა ასაკიდანვე შევიყვან კალათბურთზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ნიჭი აღმოაჩნდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი სპორტსმენი დადგეს. სპორტის მიმართ ინტერესი აქვს, ახლა ამბობს, ან ფეხბურთი მინდა, ან ბოქსიო. ვნახოთ, თავად უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ კალათბურთში უფრო გაამართლებს.

ვის უფრო ჰგავს, ბექას თუ შენ?

მე მგავს, ჩემი გამოკვეთილი თვისებაა სიჯიუტე. უბრალოდ, არ მჭირდება ალბათ მისი გამოვლენა და ასე არ მეტყობა. კონფლიქტური არ ვარ და ამიტომაც არ ვამჟღავნებ ასე ადვილად ამ თვისებას (იღიმის).

გიორგის დაბადებით რა შეიცვალა?

მთელი ცხოვრება. მისმა დაბადებამ ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა და ასე ვეფერები ხოლმე. რას ვაკეთებდი გიომდე, არ ვიცი. მისით ვცხოვრობ. თუკი ჩემს საქმიანობაში წარმატებული ვიქნები, ისევ მისთვისაა კარგი. შემდგარი და წარმატებული მშობელი ძალიან დიდი ზურგია.

სულ რამდენი შვილის ყოლა გსურს?

კიდევ ორ შვილს გავაჩენ, ასე მინდა. ჯერ 24 წლის ვარ და არ მივიჩნევ, რომ ვაგვიანებ, ყველაფერი წინ მაქვს (იღიმის). მერე კიდევ დავფიქრდები. მეორე შვილის დროა უკვე, ვამჩნევ, რომ მე და გიოს ეგოისტური თვისებები გვიღვივდება და დროა უკვე… უნდა გავიჭირვო და გავაჩინო მეორეც. თავად მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, მყავს და-ძმა. ეს იმხელა სიამოვნებაა, რომ არ მინდა, ჩემს შვილს მოვაკლდე. თუ ძლიერი ქალი ხარ, შეგიძლია, სამი შვილის დედა იყო. სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ მას აუცილებლად გადავდგამ. სქესს მნიშვნელობა არ აქვს. შვილი შვილია, გოგოა თუ ბიჭი, ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს.


tetqshi-2როგორც დედამ, რა გამოცდილება დააგროვე?

ვფიქრობ, კარგი დედა ვარ. პატარა ასაკში გავაჩინე გიო, 19 წლის გახლდით, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებდი, გაცნობიერებული მქონდა და არ ვაჩენდი იმიტომ, რომ ბავშვი სათამაშო მეგონა. თავიდანვე მქონდა დედობის ალღო, არ გამჭირვებია. ფეთიანი დედის სახელი მაქვს, შესაძლოა, ზედმეტად ყურადღებიანი ვარ, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. მისგანაც ვგრძნობ დაფასებას, სიყვარულსა და სითბოს. ბოლოს მითხრა საოცრება, „დედა, იცი, რომ ჩემს ოცნებებზე მეტად მიყვარხარო?“. გაკვირვებული ვიყავი ამ ფრაზით… სასწაულია… შვილზე დიდი სასწაული რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, გამორიცხულია, ეს ყველაფერი ასე მძაფრად შეიგრძნო. ამ სიყვარულს ვერც აღვწერ…

ბექას ხომ არ უეჭვიანია თავიდან, როცა გიო გაჩნდა?

ბექა ძალიან სხვანაირი ადამიანია. ჩემდამი რაც სითბოს ამჟღავნებს, თითქმის არავის მიმართ არ იჩენს. ბექა მეუბნება, თქვენი ურთიერთობით „ვკაიფობო“. წამში ერთხელ მიძახის გიო, მახსენებს, დედა, მიყვარხარო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს. სიყვარულშიც მე დამემსგავსა!..

გადაღების ადგილი: „აკადემია ლაუნჯი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები