LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი მეუღლესთან დაკავშირებულ სკანდალზე: „შემეცოდა ჩემი თავიც, მეუღლეც და ოჯახიც…“

285

მანიკა ასათიანი გადაცემას „ვიზიტორი“ ეწვია. მოდელმა და ტელეწამყვანმა გულახდილად ისაუბრა ბოლო დროს მის მეუღლესთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალზე.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელ ბექა წივწივაძე მცირე ხნის წინ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს. თავად კალათბურთელმა პრესასთან განაცხადა, რომ საკუთარი საქციელი მოინანია და იმ დროს პრობლემური პერიოდი ჰქონდა.

სკანდალებში რამდენად ხშირად გახვეულხარ?

მანიკა ასათიანი:

შენც ხომ გაქვს შეხება ამ სფეროსთან და გახსენდება რამე სკანდალი ჩემზე?

კი, ერთი.

რომელი?

შენს მეუღლესთან დაკავშირებით

ჰო, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევდი, რომ მომიგონეს ან დამაბრალეს. ქართველებს საერთოდ კრიტიკა გვიყვარს ძალიან და დავაკვირდი და მაგ ფაქტიდან გამომდინარეც მივხვდი, რომ ელოდებიან, როდის აგიცდება ფეხი და შეგეშლება რამე. რეალურად ძალიან მეტკინა და მეწყინა, რომ ათასობით ადამიანი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და რაც იყო და არ იყო, ამბობდნენ, მაგრამ ბექას ტელევიზიით გამოსვლა ვთხოვე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულიყო.

შემეცოდა ჩემი თავიც, მეუღლეც და ოჯახიც ამ პერიოდში. ვისთვის პატარა და ვისთვის დიდი, მაგრამ ჩემთვის პატარა პრობლემა იყო. ხომ გააჩნია, ვინ ხარ, რა გაგიკეთებია… არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ ამის გამო რამე  უარესობისკენ შეიცვალა. პირიქით, უფრო გავძლიერდით. არაჯანსაღი კომენტარები სულ გაძლიერებს, მით უმეტეს, თუ მართალი ხარ. მე არ ვამბობ, რომ ცამდე მართლები ვართ. ადამიანს შეეშალა, მაგრამ იმ კომენტარებს, რაც ამოვიკითხე, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ იმსახურებდნენ. ვინც გვიცნობს, არ მგონია, რომ ასე ცუდად მიეღო ყველაფერი.

ბექა დაუბრუნდა კალათბურთს?

დიახ, შეიძლება ეს ბევრს არც უნდოდა, მაგრამ ბექა ისევ თამაშობს და წელს ბერვი გეგმა აქვს, სწორედ იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ბევრი რამე შეუძლია. არ ვამართლებ და არ ვამბობ, რომ არ შეშლია, მაგრამ რაც საზოგადოებამ გააკეთა, ამის ღირსი ნამდვილად არ იყო.

ხალხის ბრალი იყო თუ ჟურნალისტების?

აუცილებლად ხალხის, არ მინდა ამისი თქმა, მაგრამ ალბათ სხვა საქმე არ ჰქონდათ, როდესაც ამ ამბავს ავრცელებდნენ. კომპიუტერებთან ისხდნენ და აკრიტიკებდნენ ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი იციან… იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები