ტელეწამყვანი და მოდელი, მანიკა ასათიანი წერს, რომ სახლი გაქურდული დახვდა. ის აღნიშნავს, რომ წარმოდგენაც არ უნდა, რა მოხდებოდა, ამ ფაქტს რომ შესწრებოდა.

მანიკა წერს:

“გუშინ ღამე სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა ! მე და გიო ვიყავით მარტოები და ფიქრიც არ მინდა, რომ მიმესწრო ქურდისთვის, რა მოხდებოდა. ის ფაქტი უფრო მაგიჟებს , რომ წარმოვიდგენ, ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში, ვიდრე ის , რომ ძვირფასი ოქროები და ფულია წაღებული, მათ შორის ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი.
ზოგადად, გუშინ მივხვდი , რომ ძალიან ბევრი მსგავსი ქურდობა ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება, რომ უფრო ინფორმირებულები ვიყოოთ?!
ამ დროში ადაიანების დაუთოვება, დასკოჩვა და ა.შ. თუ კიდევ ხდებოდა მე პირადად არ ვიცოდი და მძიმე რეალბა ისაა , რომ ხდება და არა იშვიათად! გამომძიებლებმა და ექსპერტებმა ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ მიამბეს (დილის 6 საათამდე ჩემს სახლში იყვნენ)
მე დიდი იმედი მაქვს ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება, მაგრამ თქვენ გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ფრთხილად იყავით ! ფაქტია, რომ სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე ეს საშინელება არაფერი არ ვიცოდი და ისიც ფაქტია , რომ არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა ქურდობის (მარტო ჩემთან ყოფნისას 2-3 გაოძახება იყო ქურდობაზე) და რას ნიშნავს ეს?! მარტო თბილისში , თუ ღამეში რამდენიმე სახლი იქურდება ნორმალურიაა?!!”

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Bekts/posts/10213506347525804″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05