LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს სერიოზული დაავადება და ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები – თენგიზ ცერცვაძე

58597
unnamed (1)

ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც ავალდებულებს მას დაავადების მიუხედავად მძიმე სამუშაო შეასრულოს. თენგიზ ცერცვაძის თქმით მისი მშობლებიც ექიმები იყვნენ და მათივე რჩევით აირჩია პროფესიაც.

„შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო. ასე რომ, ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ექიმი ხარ.

ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდია ეს ადრენალინი ჩვენ დარგში, ინფექციურ დაავადებათა დარგში, სადაც ხშირად გიხდება შეხება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან.

ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, მათ შორის, ძალიან მძიმე სიტუაციაში და ალბათ, ზევით ნახსენები მიზეზები იძლევა იმის ძალას, რომ ასე ვიყო“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები