LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

182
BeFunky-collage - 2020-09-17T160438.529

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.

ინფორმაციას “ფორტუნასთან” ადასტურებს შსს. უწყების ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები