LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარცხი – ნაბიჯი წარმატებისკენ”: 4 მეწარმე ქალი საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას Fuckup Nights-ზე გაუზიარებს

55
1

“როგორია მარცხი, რომელიც წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს” – დღეს, 21:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” მეწარმე ქალები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ზე გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელსაც სტარტაპ ბიურო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავს, მონაწილეობას 4 მეწარმე ქალი მიიღებს.

“ისტორიებით, რომლებსაც ისინი დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ. სპიკერების გამოსვლების შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართება.” – აცხადებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან.

მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

თვეში ერთხელ, 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს.

“ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.” – აღნიშნულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები