LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარიტა სიმონიანს ოთხჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე პუტინს – რუსული მედია

148
მარგარიტა-სიმონიანი

ცნობილი ხდება, რომ მარგარიტა სიმონიანის ყოველთვიური შემოსავალი ოთხჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური შემოსავალი. მარტო 2021 წელს სიმონიანის შემოსავალმა წელიწადში 556 ათას ევროს მიაღწია. 2021 წელს პროპაგანდისტმა იმაზე მეტი ფული იშოვა, ვიდრე თავად კრემლის ლიდერმა. ამავე დროს საინტერესოა, რომ ჟურნალისტის შემოსავლები წლიდან წლამდე კოლოსალურად იზრდება. აქ საუბარია პუტინის იმ შემოსავალზე, რომელიც დეკლარაციაშია, რადგან მისი სხვა ბიზნესები და იქიდან მიღებული მილიარდები, მედიისთვის გასაიდუმლოებულია.

სიმონიანმა კარიერა რუსეთის „პირველ არხზე“ კორესპონდენტად დაიწყო. ის აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომს, მოგვიანებით მისი პოპულარობა ბესლანის ტერაქტის დროს გაიზარდა, სადაც ის აქტიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, 2005 წელს ის რუსული პროპაგანდისტული მედიის ,,რაშა თუდეის“ რედაქტორად დაინიშნა. ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, სიმონიანისა და მისი ქმრის, ტიგრან კეოსიანის ბიზნესი უკვე იმპერიად იქცა.

მარგარიტა სიმონიანი: „ამბობენ, აიფონები გოგრებად გადაიქცევაო…“

„როცა რუსეთი ვინმეს ბომბავს, თქვენ გგონიათ ეს პუტინს სიამოვნებს? – მარგარიტა სიმონიანი

„ჩვენი შეცდომა იცით რა არის? თბილი, კეთილი და მიმნდობი ერი ვართ” – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები