LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი პარიზულ პრემიერაზე პრინცესას შეადარეს (ფოტო)

102

გასულ კვირას მარგო რობი კრიტიკოსთა რჩეული გახდა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. ფილმისთვის „მე ტონია“ ის „ოქროს გლობუსზე“ იყო წარდგენილი და სავარაუდოდ, „ოსკარის“ ნომინანტთა შორის მოხვდება. სკანდალური ამერიკელი მოციგურავის, ტონია ჰარდინგის ბიოგრაფიაზე დაფუძნებული ფილმის პრემიერა ამჯერად პარიზში შედგა, სადაც ფილმი თავად მარგო რობიმ წარადგინა. ის წითელ ხალიჩაზე პასტელური ფერის, ჰაეროვან კაბაში გამოჩნდა. საღამოს კაბა  ძვირფასი თვლებითა და ყვავილებით იყო დაპრინტული. მედიაში ის პრინცესასაც შეადარეს.

საინტერესოა, რომ მარგო რობი მალე ქუენტინ ტარანტინოს ახალ კინოსურათში გამოჩნდება, სადაც მას პარტნიორობას ყოფილი ბოიფრენდი, ლეონარდო დიკაპრიო გაუწევს. წყვილი ერთად მონაწილეობდა ფილმში „უოლ სთრითის მგელი“, რომლის გადაღებების დროსაც მათ შორის რომანი დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები