LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი მაჟორიტარობას არ აპირებს: “შემომთავაზეს და უარი ვთქვი”

101
BeFunky-collage (5)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისგან მაჟორიტარობაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი თქვა. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“არ ვაპირებ მაჟორიტარობას. შემომთავაზეს და უარი ვთქვი. არ არის ჩემი აზრით სწორი, ახლა ჩემთვის მაჟორიტარულ კონკურენციაში შესვლა. ჩემი როლი იქნება იმაში, რომ თუ გაერთიანება სიცოცხლისუნარიანი იქნება, აი ამ გაერთიანების გასაძლიერებლად, მისი მხარდამჭერის როლი ვითამაშო, ვიდრე ჩავიკეტო ჩემთვის ძალიან საყვარელ, რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში”, — განაცხადა მარგველაშვილმა პოლიტიკის ფორმულაში.

ამასთან, კითხვაზე – ხედავს თუ არა მესამე ძალად „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს. მარგველაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს არ იცნობს.

“ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია. მე ვამბობ, რომ წავედი, როდესაც პრინციპები დაირღვა. ჩემ გარდა წასულს მე არ ვიცნობ, თუ მოგვიყვებიან ისინი როდის და როგორ წავიდნენ, მოვუსმენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები