LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: მზად ვარ, ველაპარაკო სააკაშვილსაც

243
BeFunky-collage (15)

საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს. სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

“როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე კი არა, დემოკრატიული საქართველო – ეს აინტერესებს ამომრჩეველს ”- აღნიშნა მარგველაშვილმა.

როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს, თუმცა ყველა მის გეგმაზე პირდაპირ ეთერში საუბარი, სწორად არ მიაჩნია.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ივანიშვილზე, ციხეზე... ექსკლუზიური ინტერვიუ

“არაკორექტულ განცხადებას, რომ ქართულ ციხეს რომელიმე სხვა ქვეყნის ციხე სჯობს, ვერ გამაკეთებინებთ“ - საქართველოს ექს პრეზიდენტი.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ს მხარდაჭერას დაკარგავს, ერთმნიშვნელოვნად მოვა რუსეთი. მისივე შეფასებით, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკა სწორედ რუსეთისკენ მიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები