LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: უნდა დამთავრდეს ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში

326
მარგვეკა

ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში.

დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი.

მინდა მთაწმინდელებს მოვუწოდო, ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი”- განაცხადა მარგველაშვილმა

 

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, მარგველაშვილმა უპასუხა:

„მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს. არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები