LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარი მალაზონია: „არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი, არ შეიძლება ამის გაკეთება“

163
malazoni45

ნუტრიციოლოგმა და ცნობილმა ტელეწამყვანა მარი მალაზონიამ ვრცლად ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რომელსაც ჭარბი წონა აქვს.

„თუ ბავშვი არის ზედმეტად მსუნაგი, ​არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ?“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ: „როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება არავისთან და ბავშვებთან განსაკუთრებით.ჩვენ შეგვიძლია, რომ ბავშვს ვუთხრათ: შენი ულუფა იყოს შენი თეფშის შუაგული ხაზებამდე. თუ თქვენ ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეაჩვევთ თეფშის ზომას, ეს იქნება ძალიან კარგი. შესაძლოა, ბავშვი მაინც ვერ ახერხებს და ამბობს, რომ ეს სულ არ არის ბევრი ან ცოტაა. თუ სახლში გაქვთ დიდი თეფში და ბავშვს თეფშზე დაუდებთ მის საყვარელ ნამცხვარს, ​შესაძლოა, ბავშვმა გითხრათ, რომ ეს ცოტაა და დამატება მოგთხოვოთ.

თუ თქვენ იგივე პროდუქტს მოათავსებთ პატარა ზომის თეფშზე, მაშინ ბავშვი დაინახავს, რომ ​მისთვის საყვარელი პროდუქტი გადმოდის თეფშიდან. ასეთ შემთხვევაში ის თვითონვე კრიტიკულად შეაფასებს ყველაფერს და მოერიდება იმის თქმა, რომ დამიმატეთ. მას ექნება განცდა: ,,უი, რამდენი მიჭამია,“ –  ამბობს მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები