LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია კოტაევა საქართველოს: ვერ შეიგნეთ, რომ არ ხართ იმ მდგომარეობაში, ახირებების შესრულება მოითხოვოთ

1220
rttrt

„ვერც ქართველმა პოლიტიკოსმა და ვერც დასავლელმა დიპლომატებმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ არ არიან იმ მდგომარეობაში, სამხრეთ ოსეთისგან ახირებების შესრულება მოითხოვონ, თანაც დაუყოვნებლივ” – ეს განცხადება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, მარია კოტაევამ გააკეთა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ქართველი ექიმის გარშემო გაკეთებულ განცხადებებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟად მიიჩნევს.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)

თავისუფლება ექიმს – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია იმართება (ფოტო, ვიდეო)

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს

„ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხეს. დაწყებული პატრიარქ ილია მეორეთი და ამერიკის საელჩოთი დამთავრებული, ყველა მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამოდის. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი განცხადებებში სიტყვას დაუყოვნებლივ იყენებს.

ვერც ქართველმა პოლიტიკოსებმა და ვერც დასავლელმა დიპლომატებმა ვერ გაიგეს, რომ არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ სამხრეთ ოსეთისგან საკუთარი ახირებების შესრულება მოითხოვონ, თანაც დაუყოვნებლივ.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

რეალური მდგომარეობა მხოლოდ თხოვნის ფორმას ითვალისწინებს და არა მოთხოვნის. მგონი, არ აქვს აზრი ქართველ პოლიტიკოსებს და მათ ამერიკელ კოლეგებს ავუხსნათ, რომ შეუძლებელია ვაჟა ექიმი თბილისიდან სამრეთ ოსეთში პაციენტთან უბრალოდ ჩასულიყო, თუ ის ჩუკოვსკის ზღაპრის „აიბოლიტის“ გმირი არ არის, რომელსაც შეეძლო ერთ დაძახებაზე აფრიკაში მგელზე ამხედრებულს პაციენტებთან აღმოჩენილიყო“, – განაცხადა კოტაევამ.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის გასათავისუფლებმად ყველა რესურსს იყენებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

ცნობისთვის, მარია ფელიქსოვნა კოტაევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვითი მედიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად 2017 წლის 4 ივლისს დანიშნა.

ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი ე.წ. რესპუბლიკის მასობრივი საშუალებების საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციას ახდენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები