LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გამცემლიძეს სიმსივნესთან საბრძოლველად ფულადი დახმარება სჭირდება

1182
page

ნათია კიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბიძაშვილის, მარიამ გამცემლიძის ფოტოს და საზოგადოებას მას სიმსივნესთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.

გთავაზობთ სტატუსს:

„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უბრალოდ გულშემატკივრებო! კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით – ის ჩემი ბიძაშვილი, მეგობარი, პოზიტივით სავსე ადამიანი, ჩემი ცხოვრების ნაწილია!თქვენი იმედი მაქვს, რათა შევძლოთ და დავეხმაროთ მარიამს კურსის დამთავრებაში. მან საკმაოდ ბევრი იბრძოლა ამ ეტაპამდე მოსასვლელად, ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გამოკვლევებზე წასვლა, რათა საბოლოოდ დაასრულოს და დაამარცხოს ეს ვერაგი დაავადება! მარიამს დაუდგინდა სიმსივნე და თქვენი დახმარებით, ერთიანი ძალებით, ჩვენ უკვე შევძელით სიმსივნის 80% დამარცხება! სულ ცოტაც დარჩა, გულითადი თხოვნით მოგმართავთ, კვლავ გავერთიანდეთ, რათა მის სახეზე ღიმილს ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვუყუროთ და მივცეთ საშუალება იყოს ბედნიერი დედა და მეუღლე! პატარა ნიციკოს შევუნარჩუნოთ მშვიდი და ლაღი ბავშვობა და დედიკოს სითბო!

ანგარიშის ნომერია საქ- ბანკი: GE51BG0000000707873300

პირადი ნომერი: 01011032284

მიმღები: მარიამ გამცემლიძე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები