LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე იუბილარია: “იმაზე მეფიქრება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე, უარი აქვს ნათქვამი…”

2224
BeFunky-collage

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე იუბილარია. დაბადების დღესთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უცნაურ დროში ცხოვრობს.

“გავხდი 24 წლის.

იმაზე მეფიქრება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე, უარი აქვს ნათქვამი. ასევე იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, არ გამოელევა ამ ქვეყნის მოქალაქეების ყიდვის ფული. ასევე იმაზე, რომ ელენე ხოშტარიას “დროას”, ბევრად უფრო მეტი ხმა უნდა აეღო.

ხო და საკმაოდ საინტერესო და უცნაურ დროს ვცხოვრობ და ვულოცავ საკუთარ თავს დაბადების დღეს. ძალიან მიყვარს სიცოცხლე და 24 წლის ასაკში, უფრო დარწმუნებით ვეუბნები საკუთარ თავს, რომ არავის აზრს არ აქვს მნიშვნელობა და ის უნდა აკეთოს და ის უნდა ილაპარაკობს , რასაც ფიქრობს, Fuck the rest”,- წერს მარიამ გგეუჩაძე.

სულ ასეთად დარჩი. არ შეგცვალოს დრომ და გარემოებებმა, – ასეთი სიტყვებით მიულოცა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უფროს შვილს მარიამ გეგუჩაძეს იუბილე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები