LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე: „მაქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის… მქონდა პანიკური შეტევები…“

5469
mariamgeguchadze48

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე თავისი ცხოვრებისა და განცდების შესახებ, თუ როგორია იყო პოპულარული დედის შვილი საქართველოში, თათია შარანგიას უყვება გადაცემაში „სთორი“.

კითხვაზე, არის თუ არა ის ძლიერი ადამიანი, მარიამი ასე პასუხობს:

„ძლიერებას სხვანაირად აღვიქვამ… ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, ძალიან ცუდად არ ვიყო. მაქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის. პირველად აშშ-ში დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. მთავარი მაშინ ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პანიკური შეტევები. დაგუგვლისაც მეშინოდა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გუგლის საშუალებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მთელი ენერგია გადამქონდა სწავლაში. სამაგიეროდ, სხვა ცხოვრება არ მქონდა… ეს შეგრძნებები მახსოვს ეტაპებად, რადგან ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი მათ დავიწყებას. როცა ვლაპარაკობდი, არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვაკონტროლებდი ამას, მეგონა, ავტომატურად ხდებოდა. ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება… რაღაც პერიოდი პანიკურ შეტევებს ისე ვმართავდი, რომ არ ვიმჩნევდი. ამ დროს, ტანზე ან სახეზე ჭინჭრის ციება მეწყებოდა და ჩემი სხეული გამოხატავდა ცუდად ყოფნას. საერთოდ ენერგია არ მქონდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სახლიდან ვერ გავდიოდი და არ მსიამოვნებდა ადამიანებთან კომუნიკაცია… პარიზში ჩემი მეგობარი რომ გარდაიცვალა, უკვე ვეღარ ვმალავდი, ბოლომდე დავიშალე და გავნადგურდი. ვიარე ფსიქოლოგებთანაც და ფსიქიატრებთანაც… არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაამარცხეს. ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, როცა ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა, მე დავდექი მასზე მაღლა. მივხვდი, რომ მე უნდა ვმართო ის და არა მან – მე. ეს რომ კარგად გავაცნობიერე და ამის კეთება დავიწყე, საკუთარი თავის მართვა დავიწყე და შევეჩვიე, მივიღე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები