LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილი: „დამირეკა ბრალდებულის მამამ და დამემუქრა ოჯახის განადგურებით, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას გავაგრძელებ…“

198
mariam-kublashvili234

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი საქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მამამ დაურეკა და უცენზუროდ მოიხსენია:

„წუხელ, ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის მამამ დამირეკა ( მე დაზარალებულს ვიცავ) და უშვერი სიტყვებით გამლანძღა, დამემუქრა შვილების, ოჯახის განადგურებით, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას გავაგრძელებ. სვანი ვარ და თუ დაიცავ, სვანურად მოგიღებ ბოლოსო? არაფერს ვამეტებ?ამოგწყვეტთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო. მადლობა გადავუხადე და დავაყოლე, სვანებით რომ მაშინებთ, ჩემ უკან ქისტები რომ დგანან და ჩემი პროფესია დგას, ამას რას უშვრებით-მეთქი? ტრადიციებით მაშინებთ თუ სიგიჟით, არც ერთი მაკლია, არც მეორე მეთქი? ნამდვილადაც ასეა✊??

ადვოკატის პროფესია დაუფასებელია, მაგრამ კლიენტის გამო უამრავი უსამართლო ტალახის, ბულინგის თუ მუქარის მოთმენა გვიწევს. ეს ჩვენი საქმეა და ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულები ვართ, ვიყოთ შეუპოვარი, უშიშარი და საქმის ბოლომდე ერთგული. კლიენტის ინტერესი უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე საკუთარი! ესაა ოქროს წესი! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს✊? სოლიდარობა ყველა ჩემს კოლეგას და მადლობა ამ თმენისთვის?

#ერთადგავაძლიეროთჩვენიპროფესია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები