ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში იმყოფება და იქიდან ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს აღწერაში ცნობილი ადვოკატი აღნიშნავს, რომ გუშინ მას მანქანის მარცხენა სარკე მოპარეს. როგორც მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მცირე ხნის წინ მისი ბებიის სასაფლაოც გაქურდეს, ქურდი კი ორსული ქალბატონი აღმოჩნდა.

გთავაზობთ მარიამის სტატუსს:

„ახმეტაში ვარ, ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ, წუხელ მანქანის მარცხენა სარკე მომპარეს. ზოგადად, ხშირია აქ ქურდობის ფაქტები. ბებიის სასაფლაოდან მთელი ინვენტარი გაიტანეს და ქურდი ორსული ქალბატონი აღმოჩნდა… ყველაფერი გათვლილია. უპატრონო რაიონია ახმეტა. თუ ცენტრალურ ქუჩაზე ასე ხდება, სოფლებში ან გარეუბნებში რას უნდა ელოდოს ხალხი? გამოსავალია, რომ კამერები დააყენონ სახელმწიფოს ხარჯზე ყველგან. ქურდობა არ შეჩერდება და რიგ ადამიანთა უნამუსობა შეუქცევადი პროცესია!!!!!!“

მსგავსი თემები