LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილი; „ყაზბეგის ერთ-ერთ სასტუმროში ერთი დღე-ღამის გატარება 1009 ლარი ღირს“

22173
mariam-kublashvili-news19

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში გაკვირვებას გამოხატავს ყაზბეგში მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ფასთა პოლიტიკის შესახებ და წერს, რომ ამ სასტუმროს ერთი ნომერი დღე-ღამის განმავლობაში 1009 ლარი ღირს (348 დოლარი). „გაატარე ზაფხული საქართველოში“, ირონიულად წერს ადვოკატი.

მის ამ სტატუსს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის მსახიობი ია ფარულავა, რომელიც წერს: „ბათუმშიც ცეცხლი უკიდია სასტუმროს ფასებს“.

როგორც კომენტარის ავტორები წერენ, ამ ფასად თურქეთში დადიან დასასვენებლად.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ ყაზბეგში სასტუმროში ერთი კვირის ფასად შესანიშნავი ევროტურის ორგანიზებაა შესაძლებელი.

„ალოგიკური ფასია, მომსახურება თავისთავად არ იქნება მაგ ფასის ნახევრის შესაბამისიც კი, როგორც სხვა ქართულ სასტუმროებში“

„ავსტრიაში , ალპებზე-ელმაუზე ვისვენებდი 3 ღამე მაგ ფასად! აი, ეს და კიდევ ბევრი რამ ჩვენი პრობლემა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები