LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილის ძმა დააკავეს

7670
mariam kublashvili

ადვოკატ მარიამ კულბაშვილის ძმა  დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზაზა დავითაია ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, კარლო კუბლაშვილი ამჟამად დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე პროკურორის დადგენილების საფუძველზე ტარდება ექსპერტიზა, დადებით შემთხვევაში მას გადაიყვანენ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იძულებითი მკურნალობისათვის.

„მარიამ კუბლაშვილის ძმა დააკავეს, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ იძულებით სამკურნალოდ გადაჰყავთ… ეს ფაქტი მარიამის ოჯახის ტკივილი და გასაჭირია.

მარიამმა ია ფარულავასთან ინტერვიუს დროს მოკრძალებით დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის (ფსიქიკური) მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ბევრად ადრე, პირადად ჩემთან ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა მისი ოჯახის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე, სასტიკ რეჟიმზე, რაც მისმა ძმამ ორთაჭალის “ციხის ბუნტის” დროს გადაიტანა.

რატომ მოხვდა ციხეში? – მოჭიდავეების ქუჩის აქციის გამო. 3 წელი – უსამართლო სასჯელიც მოიხადა.

მან დაკარგა ოჯახი, სამსახური და მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ ნაცების, სააკოვის რეჟიმის მხრიდან რეპრესიის შედეგია!!!

კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა წლები, ჰქონდა მწვავე დეპრესია, მიეძალა მარიხუანას, დაკარგა მომავლის იმედი. აგრესიული იყო, როცა იხსენებდა, რა ნახა საკუთარი თვალით ციხეში, როგორ კლავდნენ და აწამებდნენ მის წინ ადამიანებს. საბოლოოდ მწვავე დეპრესია და სიმარტოვე უფრო მძიმე მდგომარეობაში გადაიზარდა.

ძმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარიამი გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. გადაცემაში აღიარა, რომ ძმა არ იყო კარგად. თაკო ჩარკვიანმა მარიამი ამ პასუხის გამო უკიდურესად გალანძღა, დაამცირა და პროვინციელი უწოდა. მას აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის სხვა, უზნეო წევრებიც!

მთავარზე საუბარი კი არავის სურს – თუ როგორი გამწარებულია ეს გოგო!

ძმის ერთადერთი პატრონი და მარჩენალი მხოლოდ მარიამია…

ახლახან კი, აი, რა მოხდა:

რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად, კარლო კუბლაშვილი გამოვიდა ეზოდან (მანამდე ის სულ ჩაკეტილი იყო და არც არავის უშვებდა სახლში), გამოავლინა აგრესია, მეზობლის ავტომანქანის ფარი დაამსხვრია, რის გამოც, მეზობელმა დარეკა პოლიციაში.

სხვა მეზობლებმაც დაადასტურეს მისი მდგომარეობა და კარლო კუბლაშვილის მიმართ წარდგენილ იქნა ბრალდება საკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების, ნივთის განზრახ დაზიანებას ნიშნავს. ამჟამად დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე პროკურორის დადგენილების საფუძველზე ტარდება ექსპერტიზა, დადებით შემთხვევაში მას გადაიყვანენ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იძულებითი მკურნალობისათვის.

მე პირადად ვესაუბრე მარიამს და მან დეტალურად მომიყვა ძმის დაკავების შესახებ!

ნაცებს, ხომ სხვისი ტრაგედია არ ადარდებთ! არც ზნეობრივი ნორმები აკავებთ!!! პირიქით – თავად არიან სხვისი ტრაგედიის წყარო და გაჭირვებულ ადამიანს ჭრილობაზე მარილს აყრიან!!!

ერთი ბინძური არსება, ელისო კილაძე ამჯერადაც იყენებს მარიამის ოჯახის ტრაგედიას, თავისი ყალბი გვერდებით, საკუთარი პოსტის ქვეშ წერს, რომ ყველაფერი მარიამმა მოაწყო და დააჭერინა საკუთარი ძმა! ასეთი გამოხდომები კანონით უნდა ისჯებოდეს, თორემ, ამ არსებას მორალი და ზნეობა რომ ფეხზე ჰკიდია, ეს დიდი ხანია, საზოგადოებამ იცის!

მარიამ, სოლიდარობას გიცხადებ!

მჯერა, ყველაფერს მოაგვარებს ეს მაგარი გოგო!“ – წერს ჟურნალისტი  სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები