ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი პროფესიიდან გამომდინარე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნება და ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლის საკითხს არ განიხილავს, თუმცა განმარტავს, რომ “გამორიცხული არაფერი არ არის”. მან ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

“გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიკუთვნებას, იმიტომ რომ ვარ დამოუკიდებელი, თავისუფალი. წარმოშობით ახმეტიდან ვარ და ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა ხომ არ ვიქნები დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი? ამაზე არ მიფიქრია და არც გეგმა მაქვს, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის”, – აცხადებს კუბლაშვილი.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები