LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ მოდი, თემირლანი მოკვდა.. – მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების დეტალებზე

2621
BeFunky-collage dfg

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების დღე გაიხსენა. ამის შესახებ კუბლაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა.

“ან კი ოდესმე შეიძლება დამავიწყდეს ან გამინელდეს მედიკოს სატელეფონო ზარი, მძინარემ რომ ვუპასუხე და ჩამესმა: – მარიამ მოდი, თემირლანი მოკვდა. აი ზუსტად ასე.. შემდეგ იქ გაქცევა, იქ ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი. გადმოვიტანეთ ცხედარი და გავყევი მანქანას ექსპერტიზის ბიუროსკენ. რამდენიმე წუთი მარტო აღმოვჩნდი და სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად ცხედართან.. ყოველთვის მეშინოდა. აი მაშინ კი პირიქით, ვზრუნავდი და ვიცავდი მას. Maia Nikoleishvili არასდროს დავუვუწყებ იმ გულიან და ერთგულ მხარდაჭერას. ერთად ავედით, ხელით შეეხო ჯერ კიდევ ცოცხალს საავადმყოფოში, არ დაიზარა და სხეული დაუთვალიერა, მხარზე ნაკაწრია და რა არისო დეტალურად გამოიკვლია.. მეც მოვკიდე ხელი მაშინ,

მოვკიდე და დიდხანს არ გავუშვი.. თვალები დავხუჭე და გულში რაღაცეები ვუთხარი. შევპირდი. გავიდა კიდევ მესამე წელიც. როგორც ადრე ვთქვი კვლავ იგივეს გავიმეორებ, მხოლოდ დრო, დრო ამოხსნის ამოცანას.. სხვა ყველაფერი ფუჭია”,- წერს მარიამ კუბლაშვილი.

მანამდე, თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნათია მაჩალიკაშვილმა მისი ძმის გარდაცვალებიდან 2 წლისთავს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

“რომ იტყვიან დანა პირს არ მიხსნისო, სწორედ ახლა ვარ მასე. ამ დამპალ და დაუნდობელ ცხოვრებაზე დაბოღმილი. გული ზიზღით მაქვს სავსე, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გამიქრობს. საერთოდ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც გარდაცვლილებს აცოცხლებს? თუ არსებობს მასწავლეთ ვინმემ, სანამ ჩემ პატარა გულს შესწევს ძალა გაუძლოს ამდენს. მასწავლეთ, თუნდაც ჩემს სიცოცხლეს დავთმობ , ოღონდ რამე გამოვიდეს, ოღონდ მისი გულიდან წამოსული სიცილი კიდევ ერთხელ მოვისმინო. სიკვდილის სიძულვილი გაგიგიათ? მე მძულს სიკვდილი, მთელი არსებით მძულს, მხოლოდ მას შეუძლია ოცნების კოშკები გააანადგუროს, ბედნიერება მყისიერად უბედურებად აქციოს. ყველაზე მტკივნეულია, როცა ადამიანს სიკვდილის გამო კარგავ. თან ისეთს სიცოცხლე რომ ძაან სწყურია, უამრავი მიზნები აქვს განსახორციელებელი, რომელსაც აქვს იმის პერსპექტივაც და ამბიციაც, რომ იყოს საუკეთესო და უეცრად სიკვდილი…. ამ ყველაფერს უბრალოდ შლის. შენი წასვლით დატოვებულ ტკივილს ვერც ორმა წელმა უშველა. 

ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მარადიული ცრემლითა და საშინელი ტკივილით, მხოლოდ წარსულის მოგონებით გიხსენებთ ყველანი…ზუსტად ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ჩაქრა პანკისის მზე, ძნელზე ძნელია შენი წარსულში მოხსენიება, თუმცა რეალობას ვერსად გავექცევით…..დაე ჩვენი ბედი ეწვიოს ყველა დამნაშავეს, ხვალინდელი მზე დაუბნელდეთ სამუდამოდ.. მეტი არაფერი გვინდა,- წერს ნათია მაჩალიკაშვილი.