LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ სანოგო: „რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მამაჩემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს…“

2514
მარიამ-სანოგო

მარიამ სანოგო საფრანგეთში დაიბადა და დედასთან ერთად მცირეწლოვანი საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ამბობს, მისი ცხოვრების პირველივე წლებიდან აქ ძალიან თბილად ექცეოდნენ და რასისტული ფონი არასდროს უგრძნია.

მარიამ სანოგო: „მეუბნებიან, არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და ჰგონიათ, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო…“

მამისგან მოშორებით მცხოვრებს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გასჩენია:

„რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მამაჩემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. რეალურად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყოველთვის დიდი მანძილი გვაშორებდა, ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი, ვიცოდი, რას წარმოადგენდა და პატივს ვცემდი. აგრესია არასდროს მქონია. ვისურვებდი, რომ რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მის მიმართ წყენა ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ შეეძლო რაღაცებში უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება და უარესი მამებიც არსებობენ, უკეთესიც და მამაჩემს ძალიან ცუდი მამების სიაში ნამდვილად ვერ ჩავწერ…“, ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ მოდელი და ტელეწამყვანი.

ვიდეო: მარიამ სანოგო: „ქალებს გვაქვს იმდენის საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში და ჩვენ ვარჩენთ, რა საჭიროა ზედმეტი ამბიციები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები