LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ უგრეხელიძე: „აცრა გავიკეთე სრულიად ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში…“

3026
page

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მისი ვაქცინაციის პროცესს ასახავს და წერს, რომ კუთვნილი აცრა აშშ-ში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში გაიკეთა.

„Got my first dose of Moderna vaccine. „მოდერნას“ ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე და აქ დავწერ მოკლედ, ჩემი გამოცდილების შესახებ:

აცრა გავიკეთე სრულიად ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში. ამერიკაში ძალიან ხშირად ასეთ მაღაზიებს საკუთარი აფთიაქები აქვთ და მაგალითად, გრიპის სეზონზე აცრებს ხალხი სწორედ ასეთი მაღაზიების აფთიაქებში იკეთებს და არა საავადმყოფოებში;

დანიშნულ დროს მივედი, 5 წუთში შეავსეს საჭირო საბუთები და დამიძახეს ასაცრელად. ჩხვლეტა ვერ ვიგრძენი და როგორც ხედავთ, სელფის გადასაღებადაც მოვიცალე;

ექიმმა ამიხსნა, ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება, ამ აცრას ჰქონოდა და თან გამომატანა ფურცელი, სადაც იგივე  წერილობითაა განმარტებული. მითხრა, რა გავაკეთო სიცხისა და სისუსტის შემთხვევაშიც;

აცრიდან, დაახლოებით, ერთ საათში ხელი ამტკივდა და მტკივა ახლაც, მაგრამ ისეთი ტკივილი არაა, რომ ვერ გაუძლო. უსიამოვნო შეგრძნებაა და იმედია, ამის იქით მეტი არაფერიც არ იქნება. გაფრთხილებული ვარ, რომ შეიძლება მქონდეს თავის ტკივილი, სიცხე, სისუსტე;

დღესვე დავრეგისტრირდი CDC-ის აცრილების ბაზაში, სადაც ჩემი და ვაქცინის შესახებ მონაცემები შევიყვანე და ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდო, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცოდნენ;

ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარი საათი დავრჩი იქვე, სადაც აცრა გამიკეთეს და გარკვეული პერიოდულობით მეკითხებოდნენ ხომ კარგად ვარ და რამე ხომ არ მიჭირს;

რა თქმა უნდა, წინასწარ შევავსე ანკეტა, სადაც ეწერა ყველა დეტალი ჩემი ჯანმრთელობის და ალერგიების შესახებ;

დარეგისტრირება არ იყო ადვილი, იმიტომ, რომ ბევრს აქვს სურვილი და ადგილები მალე ქრება. თუმცა, შეუძლებელი არაა;

ამერიკაში, 4 აპრილის მონაცემებით, აცრილია 165 მილიონი ადამიანი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები