LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ვაშაძე: „პირადად მე არ მინდა, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწროს…“

1287
მარიამი

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, მარიამ ვაშაძე ფეხმძიმედაა. ის და მისი მეუღლე, ვანო ბენიძე პირველი შვილს ელოდებიან. მარიამი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და კითხვაზე, სურს თუ არა, მეუღლე მის მშობიარობას დაესწროს, ასე პასუხობს:

„სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ მინდა, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწროს. არ მაქვს მოთხოვნილება, რომ ამ დროს აუცილებლად ვინმე მყავდეს გვერდით. ზოგს მეგობარი მიჰყვება, ზოგს მეუღლე ან დედა, მე მგონია, რომ მარტო უფრო მშვიდად ვიქნები. ვნახოთ, შეიძლება, ბოლო მომენტში მომინდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე ვფიქრობ.

სქესი და სახელი უკვე იცით?

გოგოს ველოდებით, მაგრამ სახელს ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით და ამაზე სულ ვხუმრობთ – მგონი, ბავშვი უსახელოდ დაგვრჩებაო. ბევრი სახელი მოგვწონს, მაგრამ არჩევანი ვერ გავაკეთეთ. შეიძლება, განსხვავებული სქესი ინატრო, მაგრამ მგონია, პირველზე სქესს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა როცა გავიგე, რომ გოგოა, ძალიან გამიხარდა, რადგან მთელი ცხოვრება მინდოდა, გოგო მყოლოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები