LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა მაჩიტიძისა და „თეატრალურის კვარტეტის“ პოპური რუსულ შოუში (ვიდეო)

117

ქართველი საოპერო მომღერალი, მარიკა მაჩიტიძე რუსულ შოუში მონაწილეობს, რომელსაც „დიდი ოპერა“ ჰქვია და სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები ეჯიბრებიან ერთმანეთს ვოკალური თვალსაზრისით. მონაწილეებს ჟიური აფასებს. მარიკას, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები აქვს ხოლმე, თუმცა ჟიურის წევრები სიმკაცრესაც იჩენენ.

ახლახან მარიკა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე ქართული სიმღერების პოპურით წარდგა. საინტერესო ეს გამოსვლა იმითაა, რომ მას გვერდი „თეატრალურის კვარტეტის“ წევრებმა დაუმშვენეს, რომლებიც ბოლო პერიოდია, ხშირად არიან მოსკოვში და რესტორან „არაგვში“ მღერიან, აქედან მომდინარეობს მათი ახალი სახელიც – „არაგვი ბენდი“.

მათმა გამოსვლამ დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. როგორც მარიკამ აღნიშნა, ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ქართული სიმღერა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. „მარიკას დიდი ხანია ვიცნობთ და მასთან ერთად ვიქნებით, სანამ ამ შოუს არ მოიგებს“, აღნიშნა „თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა ოთო კოვზირიძემ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები