„აზროვნების აკადემია“  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი ფსიქოლოგის, ნათია ფანჯიკიძის ლექციას გვთავაზობს. საუბრის თემაა  მარიხუანის მოხმარების შედეგები. ფსიქოლოგი ვრცლად საუბრობს მსუბუქი ნარკოტიკის უარყოფით მხარეებზეც. დემოტივაცია, გაღიზიანება, ენერგიის ნაკლებობა, კონცენტრაციის უნარსა დაქვეითება - ეს  მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც მარიხუანას სისტემატიური მოხმარება იწვევს.

„ფორტუნა“ გთვაზობს ამონარიდს სალონური საუბრებიდან:

„მარიხუანა ადამიანს ხდის დემოტივირებულს, ართმევს ენერგიისა და კონცენტრაციის უნარს, აკლებს ინტელექტის 30%-ს. მისი ხშირად მოხმარება იწვევს ძალიან იოლად გაღიზიანებადობას და ძილის დარღვევას.

შეიძლება მარიხუანას თრობა ნაკლები აქვს, ვიდრე ჰეროინს, მაგრამ ტვინის დაზიანების ხარისხი არ აქვს ნაკლები.

მას შეუძლია ძალიან ბევრი მიმალული ფსიქიკური დაავადების მანიფესტირება, მათ შორის უპირველესია ზემოთ ნახსენები დემოტივაცია და გაზანტება, როდესაც მიზანს ვეღარ ისახავს ადამიანი, ასევე აპათიურობა და სხვა. ის ძალიან დიდხანს რჩება ცხიმოვან უჯრედში და იწვევს მდედრობით სქესში ციკლის მოშლას, ხოლო მამრობითში სპერმის სიმშრალესა და მის შემცირებას.

ინტენსიური მოხმარებისას ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება და ერთ-ერთია სწორედ შრომის უნარის დაქვეითება და კოგნიტური უნარების 30%-ის ჩამოშლა…“

 

ტეგები: მარიხუანა ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგის რჩევები
კატეგორიები: ჯანმრთელობა