LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანა ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს – მეცნიერების დასკვნა

93

კალიფორნიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მარიხუანაში კიდევ ერთი დადებითი კომპონენტი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ამ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების ხანგრძლივმა მოხმარებამ, შესაძლოა, რადიკალურად შეამციროს ალცჰაიმერის  განვითარების რისკი. როგორც მკვლევარები აცხადებენ, კანაფი შეიცავს დელტა-9 ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რომელიც უზრუნველყოფს აცეტილჰოლინის ჰიდროლიზის გამომუშავებას და განაპირობებს ნერვული სისტემის უკეთ მუშაობას.

აღნიშნული კვლევა ჟურნალში Molecular Pharmaceutics დაიბეჭდა. მეცნიერების დასკვნაში ნათქვამია, რომ ახალმა კვლევამ მათ მისცა ბიძგი, შექმნან ახალი მეთოდი ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად. ესაა დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად მეხსიერების პროგრესული დაქვეითებით ხასიათდება. ამ დროისთვის მარიხუანა და მისი აქტიური კომპონენტები გამოიყენება მრავალ დაავადებასთან საბრძოლველად. მათ შორის, გლაუკომისა დროს და  ქიმიოთერაპიის შემდგომი ეტაპზე. ბევრ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სპეციალური მედიკამენტების შესაქმნელად, რომელსაც ანალოგიური ფუნქცია ექნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები