LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ – დიმიტრი ხუნდაძე

72

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ, აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანას პლანტაციებს არ გულისხმობდა და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო კანონპროექტის განხილვა აღარ უნდა მოხდეს.

„მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს ორ ნაწილს. პირველი, მკაცრი რეგლამენტაცია, რასაც მე მყარად მხარს ვუჭერ და აუცილებელია, რომ დაგვეწესებინა მკაცრი რეგლამენტაციები მარიხუანასთან დაკავშირებით. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მოხმარების ადგილები უნდა ყოფილიყო მკაცრად გაწერილი, ასევე უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. საზოგადოების ინფორმირება არასწორად მოხდა, ეს არ იყო პლანტაციების გაშენება, როგორც ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს, აქ იყო მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის დამზადებაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ, რადგან საზოგადოებისათვის ეს ნაწილიც მიუღებელია, კანონპროექტი უნდა გაიწვიონ,” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პოპულალურები